აქციებზე დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

2 weeks ago 7

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ 8 ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

მოსამართლის თქმით, მან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

  • სამ დაკავებულსექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება - მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან;
  • ხუთ დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება - მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა