აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება – ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციას, რომელიც დღეს უნდა მიიღონ, ჩვეული რიტორიკითა და ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმით გამოეხმაურნენ.

შალვა პაპუაშვილმა რეზოლუციის პროექტზე თქვა – “როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო- აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია”.

მისივე მტკიცებით, “ცალკეული ძალები ივანიშვილზე თავდასხმისთვის ევროპარლამენტს იყენებენ”.

“როგორც ჩანს რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს” – თქვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს უყრიან კენჭს.