WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. გაიცანით საქართველოს ფლორის წარმომადგენელი აღმოსავლური წიფელი (Fagus Orientalis):

❓🟢 ცოდით, რომ საქართველოს ტყეების თითქმის 50% სწორედ წიფელზე მოდის? ეს გიგანტური, 40-50 მეტრამდე სიმაღლის ხე ჩვენი ეკოსისტემისა და ბუნების ნამდვილი ხერხემალია.

მას აქვს ღია ნაცრისფერი, თხელი ქერქი და განიერი, მჭიდროდ დატოტვილი ვარჯი. სიგრძის ელიფსური ფოთლები ზემოდან მუქი მწვანე და პრიალაა, ქვემოდან კი ღია მწვანე და ძარღვებშებუსვილი.

მცენარე მაის-ივნისში ყვავილობს, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება წახნაგოვანი ნაყოფი, წიწიბო.

აღმოსავლური წიფელი ფართოდაა გავრცელებული როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ყველაზე ნაყოფიერ კორომებს ზღვის დონიდან 600-1200 მეტრზე ქმნის, თუმცა მთაში 2300 მეტრამდეც აღწევს სუბალპური, ტანდაბრეცილი ტყეების სახით.

გარდა ეკოლოგიური მნიშვნელობისა, წიფლის მერქანს უდიდესი გამოყენება აქვს: მშენებლობასა და ავეჯის წარმოებაში, ქიმიურ მრეწველობაში.