როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პარტია “დროა” ქვეყნის ტერიტორიაზე “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს პარტიის თავმჯდომარე:
“ვიღებ მილოცვებს!
პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.
რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.
საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში.
ბოლომდე!” – აცხადებს ელენე ხოშტარია.
რუსთავის ქალთა ციხე
06/11/2026
paraleli პოლიტიკა