აღმოჩენილია ღუზა, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ბალტიის ზღვაში სადენები დააზიანა

18 hours ago 2

ფინეთის პოლიციის განცხადებით, ბალტიის ზღვის ფსკერიდან ამოღებულია ღუზა - იმ ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, რომლის დროსაც დაზიანდა წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის სადენები.

გამოძიებისას გამოკვეთილი ვერსიით, სადენების დაზიანება მოჰყვა ხომალდის მიერ ღუზის გარკვეულ მონაკვეთზე თრევას. დაკავებულია რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერი, Eagle S-ი, რომელსაც ერთ-ერთი ღუზა არ აღმოაჩნდა. მანამდე გამომძიებლები ამბობდნენ, რომ წყალზე აღმოაჩინეს ათობით კილომეტრის სიგრძის კვალი იმის დასტურად, რომ ხომალდმა ღუზა ათრია - თუმცა საკუთრივ ღუზა ნაპოვნი არ იყო.

"ადგილი, სადაც ღუზა აღმოჩენილ იქნა, ემთხვევა Eagle S-ის მარშრუტს... ზღვაზე აღმოჩენილი თრევის კვალის დასავლეთის ბოლოს მიმართულებით" - ამბობს ფინეთის გამოძიების სახელმწიფო ბიურო (NBI) განცხადებაში.

ფინეთის საბაჟოს ვარაუდით, ტანკერი ეკუთვნის რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" - ხომალდებს, რომლებიც დაატარებენ რუსეთის ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ პროდუქტებს ემბარგო აქვთ დაწესებული უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო.

სრულად წაკითხვა