აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით - მაია სანდუ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

3 weeks ago 13

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.

პლატფორმა X-ზე მაია სანდუ წერს, რომ საუბრისას გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი და, ასევე, აღფრთოვანება „მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ“.

„მოლდოველებსა და ქართველებს საერთო მისწრაფება აქვთ მშვიდობიანი, კეთილდღეობით აღსავსე მომავლისა ევროკავშირში“, - წერს იგი.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში, 28 ნოემბრის საღამოდან, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება პოლიტიკური პროცესის სათავეში, რომელმაც ქვეყანა „ახალ საქართველომდე“ და ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს.

პრეზიდენტის თქმით, ეროვნული თანხმობა ყველა სივრცეში ფართოვდება და თვითონ აპირებს პრეზიდენტის ვალდებულება შეასრულოს იმ ვადამდე, სანამ ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი არ შეიკრიბება და შემდეგ არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი.

სრულად წაკითხვა