Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ 1 სექტემბერს, გრინვიჩის დროით 16:00 საათზე, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნეებზე იერიშების განხორციელება დაიწყო.
აშშ-ის სამხედროების თანახმად, „დარტყმები მოჰყვა IRGC-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმის მცდელობებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობაზე და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე.“
ეს ინფორმაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა X-ის მეშვეობით.
აშშ-ის სამხედრო უწყებას უშუალოდ არ გაუვრცელებია დეტალები იმ სამიზნეების ან ოპერაციის მასშტაბების შესახებ, რომლებზეც იერიში მიიტანეს.
CENTCOM-ის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქებში — ბანდარ-აბასსა და სირიქში, ასევე კუნძულ ქეშმზე.
აშშ ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ ირანულ სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება ასევე AXIOS-ის რეპორტიორი.
ერთი დღით ადრე აშშ-მა ირანის კუნძულ ლარაქს დაარტყა, სადაც მდებარეობს ასევე რაკეტის გამშვები დანადგარებირასაც ირანმა საპასუხო იერიშით უპასუხა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რეგიონში.
radiotavisupleba ახალი ამბები