აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „საქართველოს ხალხს“ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1 hour ago 2
U.S. Secretary of State Marco Rubio. Photo: State Department

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს წელი „ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად“.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს“, – განაცხადა მარკო რუბიომ. „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად“.

განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები „კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“, – განაცხადა რუბიომ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა