Neurologist Maia Kokhtashvili. Photo: Videograb from Formula's facebook post.მაია კოხტაშვილი, ნევროლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც სექტემბერში მედიკამენტზე ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლებაც შეუნარჩუნდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო შეთანხმება 3 ნოემბერს დაამტკიცა და ამასთან ექიმს 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ეს ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელიც მისმა მხარდამჭერებმა დაკავების შემდეგ, გირაოს უზრუნველსაყოფად, სულ რაღაც ერთ საათში შეაგროვეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კოხტაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კოხტაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ექიმმა „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი“. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:
Read Next
12/09/2026 - 18:30
civil ახალი ამბები