WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიების – „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ – წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 3 ნოემბერს იტყობინება, რომ საქმე ეხება ორი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ცილისმწამებლურ“ ინფორმაციას, რომლის უარყოფასაც ივანიშვილი არხებისგან მოითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ივანიშვილმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი პასუხი გასცეს მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ „მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას“, რომელიც მოიცავს ბრალდებებს, თითქოს იგი ე.წ. თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობს.

„სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“, – განაცხადა მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა 3 ნოემბერს. ეს უკანასკნელი 2017-2025 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

„მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერა ივანიშვილის] კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილს „არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს,“, რადგან იგი „არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი“.

This post is also available in: English