აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას. დოკუმენტს ხმა მისცა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი იყო 11. ახლა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს.
კანონპროექტი ითვალისწინებს პირველად და მეორად სანქციებს რუსეთისა და მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსებაში. შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს რუს ჩინოვნიკებს, მსხვილ ბიზნესმენებს და მათი ოჯახების წევრებს, ბანკებს და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს, ასევე რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდებს.
ამავდროულად, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს შემოიღოს გადასახადები 100 პროცენტამდე იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც რუსული ნავთობის და გაზის უმსხვილესი მყიდველები არიან, ან რუსეთს ეხმარებიან ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ეს ზომები შესაძლოა შეეხოს რუსეთის ენერგომატარებლების ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს და ხუთ სახელმწიფოს - რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ სანქციებისთვის თავის არიდებაში. რუსეთის ნავთობის უმსხვილეს მყიდველებს შორის არიან ჩინეთი და ინდოეთი.
კანონპროქტი აფართოებს პრეზიდენტის სანქციების უფლებამოსილებას ირანის ენერგეტიკისა და იარაღის სექტორებთან მიმართებით - რათა არ მოხდეს მოქმედი შეზღუდვების ვადის ამოწურვა.
კანონპროექტს პირველ ეტაპზე მხარს უჭერდა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც ივლისში გარდაიცვალა და დოკუმენტს მისი სახელი ეწოდა.
ძალაში შესვლისთვის კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება ხელმოწერისთვის. ვარაუდობენ, რომ წარმომადგენელთა პალატა განხილვას დაუბრუნდება საზაფხულო დასვენების შემდეგ.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·