აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო – ინფორმაციას ABC News ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. სასამართლოს დასკვნით, ტრამპის ადმინისტრაციამ არასწორად განმარტა ის კანონი, რომლის საფუძველზეც ფართომასშტაბიანი ტარიფები დაწესდა. გამოცემა წერს, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის სატარიფო რეჟიმი ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. 2026 წლის დასაწყისში უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაიბლოკა ტრამპის ტარიფების პირველი ეტაპი.
10%-იანი გლობალური ტარიფები ძალაში თებერვალში შევიდა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათი ვადა ივლისის ბოლოს იწურება

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·