11
ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ძალები დგანან, ასობით ათასი ადამიანი კი საკუთარ სახლებს ვერ უბრუნდება.
ამ რეალობის ფონზე რატომ უნდა იღებდეს ქართველი ჟურნალისტი ჯილდოს მოსკოვში, რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაკონკურსში?!
განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურსი „პატიოსანი ხედვა“ რუსეთის შესახებ პოზიტიური გაშუქებისა და მასთან თანამშრომლობის თემებს ემსახურება, ორგანიზატორი კი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოა“.
აქ მხოლოდ ჯილდოს მიღების საკითხი არ არის. ეს არის პროფესიული პასუხისმგებლობის, ეროვნული ღირსებისა და ჟურნალისტური პრინციპების საკითხი.
ქართველ ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებში, მაგრამ აქვს თუ არა მას უფლება, უგულებელყოს ის პოლიტიკური და ისტორიული რეალობა, რომელშიც საკუთარი ქვეყანა ცხოვრობს?
Georgian Times-ის ჟურნალისტმა ია დანელიამ მოსკოვში ჟურნალისტური კონკურსი მოიგო | რუსული მედიის ინფორმაციით, ის საერთაშორისო მედიაპრემიის – „პატიოსანი ხედვა“ პრიზიორი გახდა და საპრიზო ადგილი დაიკავა ნომინაციაში „პროფესიული ხედვა: ჟანრული ჟურნალისტიკა“.
საერთაშიროსო alia.ge