WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12

მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაიას 7 წლის დის ცხედარი ამოასვენეს –  ინფორმაცია ჟურნალისტებს შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. დღეს ნანგრევებიდან ამოასვენეს ბავშვების დედა, ნინო ჭელიძეც.

 „სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. 5 მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. 5 ადამიანიდან 1 ადამიანის მდგომარეობაა მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის 1 მცირეწლოვანი. ტრაგედია არის მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ პირველ რიგში ოჯახისთვის“ , – განაცხადა შს მინისტრმა.

ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.
ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.