WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

ფონიჭალაში მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ

ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 13 საათია მიმდინარეობს.

მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც სამი ქალია, ერთი კაცი, ერთი კი ბავშვი.

ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს