17
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ ჯერ კიდევ, ჩათვალეთ, თბილისში ადამიანები მომართულ ნაღმზე ცხოვრობენო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაერთ ოჯახს უსახსრობის გამო არაკვალიფიციურად დამზადებული და დამონტაჟებული გაზის დანადგარები აქვს, არამედ ზოგადად, გაზიფიცირების ის ფორმა, როგორიც დედაქალაქშია, იდეურადვე საშიშია მისი კუსტარული შინაარსის გათვალისწინებით, როგორაა მთლიანობაში გაზი გაყვანილი ქუჩებში, კორპუსებში, სადარბაზოებში და შეყვანილი ბინებში.
ეს ყველაფერი ძირეულად შეცვლა-განახლებას მოითხოვს შესაბამისი სტანდარტებით.
თუმცა, პრობლემა კიდევ უფრო ძირეულია – მიუხედავად იმისა, რომ გვიმტკიცებენ სიღარიბე შემცირდაო, ეკონომიკა გაუმჯობესდაო, ხალხის შემოსავლებმა მოიმატაო, სინამდვილე ხომ ყველამ კარგად იცის მაინც, როგორ ეძებს ხალხი ბიუჯეტურად და მცირე ხარჯებით ნომინალური პირობების შესაქმნელად.
პასუხისმგებელიც არავინ ყოფილა.
ყველაფერი ხალხს ბრალდება.
უქონელობაც ხალხს ბრალდება, უფულობაც.
რაც მთავარია მშვიდობა გვქონია და ამ მშვიდობიანობაში ფეთქდება გაზიც, წყალიც, გადაადგილებაც, ამ მშვიდობიანობაში იხოცება ხალხი ქუჩაში, სახლში, ოჯახებით იხოცება.
თქმის უფლებაც არ გვქონია.
იტყვი და “მტერი” ხარ.
მოგიქსევენ ყვავ-ყორნებს.
უთქმელობა კი კიდევ უფრო დიდი ცოდვაა.
ასე ავფეთქდებით ნაღმებში – ტრანსპორტში, გზაზე, ქუჩაში, სახლში, გადასახადებში, მაღაზიებში, კლინიკებში, ყველგან, ყველგან, სადაც კი ვმოძრაობთ.
საერთაშიროსო alia.ge