WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა – ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Gurdian ავრცელებს და წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯი ტრამპის კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია როგორც კანონიერი, ისე არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ.
Financial Times-ი იტყობინება, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც გასაუბრება უკვე დანიშნული ჰქონდათ, შეხვედრების გაუქმებისა და ახალი თარიღისა და დროის მოგვიანებით შეტყობინების შესახებ ელექტრონული წერილები გაეგზავნათ. უწყების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ვიზის აპლიკანტები აშშ-ის სოციალურ შეღავათებზე დამოკიდებულნი არ გახდებიან.გამოცემა წერს, რომ ამ კვირაში ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე გამოაცხადა გეგმები იმ თავშესაფრის მაძიებელთათვის ვიზების გაუქმების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში თავდაპირველად ტურიზმის ან ბიზნესით შევიდნენ. ამან შესაძლოა 200 000-მდე თავშესაფრის მაძიებელზე იმოქმედოს, რაც აშშ-ის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური გაუქმება იქნება. “თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ვიზის მიღება თაღლითობას წარმოადგენს, რაც ვიზის გაუქმების საფუძველს ქმნის“ | განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა