WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ამერიკულმა სასამართლომ საქართველოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორი თურქული კომპანიის, ENKA-ს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის წაგების შედეგად დაკისრებული $400 მილიონზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ENKA Renewables-მა საარბიტრაჟო დავა 2021 წელს დაიწყო, - მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ აშენების საინვესტიციო შეთანხმება თბილისმა შეწყვიტა საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე.

პასუხად ENKA-მ საქართველოს ფრანგულ არბიტრაჟში უჩივლა და დავა 2024 წლის დეკემბერში მოიგო.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ მაშინ ქვეყანას $383 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

$400 მლნ-ზე მეტი

  • არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი - რაც კომპენსაციის ძირ თანხას ემატება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე.
  • სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, - რაც რადიო თავისუფლებამ მოიძია, - ENKA-მ 18 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს ზუსტი თანხა, რის გადახდასაც საქართველოსგან მოითხოვს;
  • ეს თანხმა, სავარაუდოდ, $400 მლნ-ზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ენკასა და საქართველოს შორის დავის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება ენკასა და საქართველოს შორის დავის შესახებ

რატომ აშშ-ს სასამართლო

BMG-ის ცნობით, საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო, „თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული“.

ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, ვინაიდან აშშ არბიტრაჟის შესახებ 1958 ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარეა და მოპაექრე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.

კოლუმბიის ოლქის სასამართლომ კი გადაწყვეტილება 2026 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ინფორმაცია განახლდება

„რიონის ხეობის გადასარჩენად“

  • „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში 2022 წლის მაისში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ.
  • წყალტუბოს მუნიციალიტეტ სოფელ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს.
  • ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება.
  • მთავრობა დიდი ჰესების - ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის - მშებელობლობას ახლა მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს.