WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი აშშ-ის სახელით მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 24 აგვისტოს გამოქვეყნდა.

  • 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი - უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი.

სახელმწიფო მდივანი რუბიო აცხადებს, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია და განაგრძობს მუშაობას მოლაპარაკებების გზით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მხარდასაჭერად, რაც მყარ და გრძელვადიან მშვიდობას დაამყარებს.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, დამოუკიდებლობის დღეს, როცა უკრაინელები პატივს მიაგებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და თავიანთ სიმამაცესა და ინოვაციურობას აღნიშნავენ, აშშ ადასტურებს მტკიცე ერთგულებას უკრაინასთან კავშირების განმტკიცებისადმი ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში და მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე.