აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

1 hour ago 2

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე – გოდერძი გუჯაბიძე დააკავეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუჯაბიძე იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც ავარიაში მონაწილეობდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ინდიანას შტატში, ბუნის ოლქში მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის იყო სამხედრო მანქანა, რომელსაც ოთხი გვარდიელი გადაჰყავდა.

სამი მათგანი მძიმედ დაშავდა, ერთი – 23 წლის ტერი ფრაი კი გარდაიცვალა. ამერიკული მედია აკონკრეტებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა 56 წლის ქართველი დამნაშავე ავარიაში, თუმცა ის საემიგრაციო სამსახურმა მაინც დააკავა, რადგან ამერიკაში არალეგალურად იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა