ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს. ქალი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ და მეუღლის მამამ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ იძალადეს. თამარ ბულიას დაზიანებების კვალი მთელ სხეულზე აღენიშნება. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ. ბულიას თქმით, ქმრის ოჯახმა საქმის გამომძიებელი, თედო თოდუაც გადაიბირა, რის გამოც მას შვილებთან მიახლოება აკრძალული აქვს.
“ჩემზე მოხდა ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს. ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და ჩემმა მამამთილმა კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილი, ვის წინაც მოხდა ეს ძალადობა, იმყოფებოდა ჩემი დედამთილი, რომელმაც ატეხა კივილი რომ წაერთმიათ ჩემთვის შვილი. დაზიანებები მაქვს, სილურჯეები მაქვს, ტკივილები მაქვს ძლიერი ზურგის არეში” – ამბობს TV პირველთან თამარ ბულია.
თამარ ბულიას დედამთილი ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მან დაზიანებები მანქანიდან გადმოსვლის დროს მიიღო.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·