„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ გმობს ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას

3 hours ago 4

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს.

საუბარია, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების ფაქტზე.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალაში დარჩა IPI-ს წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირისთვის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი საპატიმრო სასჯელი“, – წერია განცხადებაში.

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე) 2-წლიან პატიმრობაში დატოვა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

სრულად წაკითხვა