აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობს.
ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35.
3 ნოემბრის არჩევნებამდე ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.
- წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს სულ მცირე 218 ადგილი სჭირდებათ.
- სენატში უმრავლესობის მისაღებად საჭიროა სულ მცირე 51 ადგილი.
პირველი შედეგები
NBC News-ის, CBS News-ის და New York Times-ის პროგნოზებით, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დემოკრატებს ექნებათ.
Associated Press-ის მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატები სენატის არჩევნებში იმარჯვებენ კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოში. რესპუბლიკელების კანდიდატები იმარჯვებენ ვაიომინგში, კენტუკისა და ოკლაჰომაში.
NBC News-ის ინფორმაციით, სენატის არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა გაიმარჯვა სამხრეთ კაროლინაში.
რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი, მისი კაბინეტის წევრები და პოლიტიკური მრჩევლები არჩევნების შედეგებს თეთრი სახლის აღმოსავლეთის დარბაზიდან აკვირდებიან.
თეთრ სახლში ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, პრეზიდენტი ტრამპი ბიულეტენში არ ყოფილა, ამომრჩევლები კი უბნებზე მიდიან, როცა ბიულეტენში ის არის.
ინფორმაცია განახლდება.
radiotavisupleba ახალი ამბები