ავარია ლაგოდეხში მსხვერპლით დამთავრდა.ლაგოდეხი – თბილისის ავტომაგისტრალზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მსუბუქ მანქანაში მყოფმა დედა-შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს.ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედა კი ჯერ ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ ექიმების გადაწყვეტილებით, თბილისში.მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

2 months ago
18







English (US) ·
Georgian (GE) ·