მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლის, ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის ლაშა ბასლანძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებში. 40 წლის მამაკაცი, რომელიც რესტორან “ქვევრის” მფლობელი და “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, იტალიაში მოგზაურობისას, არსებული ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტრაგედიის ფონზე, გარდაცვლილის პოლიტიკური შეხედულებების გამო სოციალურ ქსელში გაჩენილმა არაერთმა უარყოფითმა და შეურაცხმყოფელმა კომენტარმა ლაშა ბასლანძის მეგობრებისა და კოლეგების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქართველი მომღერლები და შოუბიზნესის წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ იმ პირებს, რომლებიც სხვის ტკივილსა და გლოვას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ
ნინი ქარსელაძე: “ვითომ პატრიოტებო! ფარისეველო, ამორალურო…“
მომღერალი ნინი ქარსელაძე მკაცრად აკრიტიკებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ბასლანძის გარდაცვალებას ცინიკური კომენტარებით გამოეხმაურნენ:
“ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი და თანამებრძოლი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდი ოჯახისთვის“ – კახა კალაძე ლაშა ბასლანძის შესახებ
“არ გვაცდით საყვარელი ადამიანის და მეგობრის ტირილს? ვინ გაგაჩინათ ამ დონის საძაგლები? სად გაიზარდეთ? ყველაფერს პოლიტიკასთან როგორ აიგივებთ? აი, ეგაა თქვენი ბინძური აზროვნება! ვითომ პატრიოტებო! ფარისეველო, ამორალურო! ჩვენს ტკივილს, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებთ, ასეთი ადამიანები არც გვერდით გყოლიათ და არც არასოდეს გეღირსებათ ასეთი მეგობარი! მაგრამ… აი, ამ საძაგელი კომენტარებისთვის მოვა დრო და ყველას გაგეცემათ პასუხი, თან ძალიან მწარედ.

მომღერალი ბექა ჩხაიძე ხაზს უსვამს ტრაგედიის სიმძიმეს და გმობს იმ ადამიანებს, ვინც გლოვას პოლიტიკურ ზარ-ზეიმად აქციეს:
“ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ისიც სხვა ქვეყანაში, ჩამოსვენებული არ არის ბიჭი. ზარ-ზეიმი გაქვთ ატეხილი, რა ჰქვია, რა მხარეზე ლაპარაკობთ. ან შვილები შეიცოდეთ, ან მეუღლე, ან მშობლები. პატარა ბავშვს მამის ამბავი რომ უთხრეს, მამის მაისური რომ ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ. რომელ მხარეზე და პოლიტიკურ შეხედულებებზეა ლაპარაკი, ბიჭი გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, ეს ხალხი რომ თანამდებობებზე დაინიშნონ, ჯანდაცვაში ან პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ თქვენ ხომ ის ხალხი ხართ პატიმრების წამებით და ომში ჩახოცილი ბიჭებით სიამოვნებას იღებდით“.
მომღერალი ნინი შერმადინი ლაშა ბასლანძესთან მეგობრობას იხსენებს და საზოგადოების ნაწილს აკრიტიკებს:
“ჯერ ძალიან ადრე იყო, ძალიან ადრე… ლაშას უფალმა შეუნდოს ყველა ცოდვა და შეუნდობს აუცილებლად, ბევრი მადლიერი ადამიანი დაგვტოვა, ვინც ვილოცებთ მისი სულის ცხონებისთვის, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ! თქვენთვის ვინ ილოცებს? ვის რაში აინტერესებს თქვენი დიპლომი და განათლება, ადამიანები არ ხართ! ვის უკითხავთ მორალს, პატარა ბავშვს მამა უკვდება და ამ ვიდეოს აჰაჰავებთ!
გოგო ქვრივდება და პირადში წერთ, აქ აღარ დავწერ რასაც! ვინ გაგზარდათ, საიდან მოხვედით? როდიდან გახდა სხვისი ტრაგედია საღლიცინო თქვე უბედურ დღეზე გაჩენილებო! დღეს ვართ-ხვალ აღარ ვიქნებით, რა მიგაქვთ ამ ქვეყნიდან კეთილი საქმეების მეტი? ვის რაში ჭირდება თქვენი ემპათია! ამაზე მეტი პათოლოგია აღარ არსებობს! იქნებ მოწყალე ღმერთმა თქვენც გიშველოთ…“

გარდაცვლილის მეგობრები და კოლეგები გულისტკივილს გამოხატავენ:
მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი: “ლაშა ჩემი ბევრი წლის მეგობარი იყო, ყოველთვის გვერდით მედგა, ძალიან ჩამწყდა გული. ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს რომელიც მას მიუძღვნა“.
კახა კუხიანიძე, მომღერალი: “ბასლა. 18 წელია შენი ნაჩუქარი საათი მაქვს შენახული, მივედი დავხედე და გაჩერებულა… ძალიან დამწყვიტე გული… ოჯახი გლოვობს და აზრზე მოდით. მთელი ღამე ტვინი ვერ გავთიშე, ეს რა გვჭირს… ამდენი ადამიანის გულის ტკივილი ასეთ სიხარულს ანიჭებდეს ადამიანს – ეს რა მდგომარეობაა? არ გიყვარს ადამიანი, გძულს და გიხარია მისი გარდაცვალება, და ამას სოცქსელით აფიქსირებ ზარ-ზეიმით… გამოდის, რომ არ ითვალისწინებ მის შვილებს, მეუღლეს, დედას, ძმას, ნათესავებს, სამეგობროს, ნაცნობებს… ფსიქოლოგებო, ვფიქრობ, თქვენი აქტივობა მეტად საჭიროა, რომ ეს უდიდესი პრობლემა როგორმე შემსუბუქდეს“.
The post “ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ისიც სხვა ქვეყანაში, ჩამოსვენებულიც არ არის ბიჭი, რა მხარეზე ლაპარაკობთ?! გოგო ქვრივდება და პირადში წერთ…” – რას წერენ ლაშა ბასლანძის მეგობრები appeared first on TTimes.GE.

23 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·