“ახალგაზრდებო, თქვენს გვერდით ვარ” – ნანი ბრეგვაძე

2 weeks ago 5

2

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ესტრადის ვარსკვლავი, ნანი ბრეგვაძე, ეხმაურება.

“მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ დაუშვებელია ახალგაზრდებზე ძალადობა! დაუშვებელია, პოლიცია უსწორდებოდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერ მის თანამოქალაქეს და თვალს ხუჭავდეს კონკრეტული მოძალადეების ქმედებებზე. ეს ბოროტებაა და ომში ყველანი დავმარცხდებით.
განვიცდი, როგორც ჩემი შვილთაშვილების, ასევე ყველა იქ მდგომი ადამიანის ბედს.  გაუფრთხილდით ჩვენს მომავალ თაობას და გთხოვთ, ამ დღეებში დაპატიმრებულ ახალგაზრდებს ნუ დაუნგრევთ მომავალს.
ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად თქვენთან ყოფნას”- წერს ნანი ბრეგვაძე განცხადებაში

სრულად წაკითხვა