საბედნიეროდ, ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე კიდევ დიდ ხანს არ გაგვიჭირდება. სხვა თუ არაფერი, საქართველოს პირველი ნომერი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.
მიუხედავად ამისა, გაძლიერება როდია ცუდი. საქმე ბარსელონას სარეზერვო გუნდის მეკარეს შეეხება, რომელსაც ქართული გვარი და უნგრეთის მოქალაქეობა აქვს.
ეს 18 წლის არონ იაკობიშვილია, რომელიც ბარსელონა ბ-ში ვარჯიშობს. სხვათა შორის, მისი ძმა, ანტალ იაკობიშვილი ჟირონას ცენტრალური მცველია.
ბოლო პერიოდში ხმები დაირხა, რომ ანტალ იაკობიშვილს უპირატესობა უნგრეთის ნაკრებზე აქვს მინიჭებული, არონზე კი ცალსახად ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.