ფაბრიციო რომანომ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ მადრიდის რეალის ბრაზილიელმა შემტევმა, როდრიგო გოესმა მორიგი დაზიანება მიიღო.
როდრიგო სავარჯიშო სესიებს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა, თუმცა ახლა მორიგი დაზიანება მიიღო და დღეს ჟირონასთან არ ითამაშებს.
- წერს რომანო.
როდრიგო გოესისთვის 2024/2025 წლების სეზონი არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს. მან ლა ლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.