ახალი წევრი, ინიციატივები და სასაჩუქრე ვაუჩერი – პაციენტთა საბჭოს ნაყოფიერი შეხვედრა კლინიკა „ჰერა 2011“-ში

2 weeks ago 14

2025 წლის 25 აპრილს კლინიკა „ჰერა 2011“-ში გაიმართა პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა როგორც პაციენტთა გამოცდილების გაუმჯობესების, ასევე ხარისხის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.

ახალი წევრი – ირინა ცერაძე

საბჭოს შემადგენლობას ახალი წევრი შეემატა – ქალბატონი ირინა ცერაძე, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს. წევრებმა მას წარმატება უსურვეს და ხაზი გაუსვეს გუნდის ერთიანი მუშაობის მნიშვნელობას პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის პროცესში.

საჯარო სივრცეების მოწესრიგება – თავმჯდომარის ინიციატივა

ჰერას პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარეჰერას პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი

საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე წამოაყენა ინიციატივა კლინიკის საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით კი საპირფარეშოებში ჰიგიენური პირობების მონიტორინგის კიდევ უფრო გახშირების შესახებ. რეკომენდაციით მოითხოვა ტუალეტების მუდმივი მონიტორინგი.

ხარისხის სამსახურის ანგარიში

ხარისხის სამსახურის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს გააცნო „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციების შესრულების სტატუსი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

  • ლაბორატორიული ანალიზების ეფექტურ მუშაობას,
  • პასუხების დროულ მიწოდებას,
  • შიდა პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვას.

აღინიშნა, რომ კლინიკა მუდმივად ზრუნავს პროცესების დახვეწასა და პაციენტთა კმაყოფილების ამაღლებაზე.

ჰერავაუჩერი

პატივი და მოტივაცია – ვაუჩერები საბჭოს წევრებს

შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრებს საჩუქრად გადაეცათ ფულადი ვაუჩერები, როგორც მადლობის გამოხატულება მათი აქტიური ჩართულობისა და კლინიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


პაციენტთა საბჭოების მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით

აკრედიტაცია კანადა

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ კლინიკის პაციენტთა საბჭოს, რომელიც “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით ჩამოყალინდა, გვერდით უდგას პაციენტთა საბჭოების სამდივნო, რომელიც შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივით. სამდივნოს მიზანია, გააძლიეროს პაციენტთა ხმა, ხელი შეუწყოს მათი იდეების რეალიზებას და ხელი შეუწყოს კლინიკებს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში.

ჰერააკრედიტაცია კანადის წარმომადგენლების ყოველთვიური ვიზიტი კლინიკა ჰერაში

კლინიკა „ჰერა 2011“ განაგრძობს პაციენტზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო გარემოს განვითარებას, სადაც პაციენტების მოსაზრებებს რეალური ცვლილებები მოსდევს.

author avatar

სრულად წაკითხვა