“ახლა ვნახე მურუსიძის სასამართლოს უსამართლო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ჩერგოლეიშვილის სასარგებლოდ” – ბაია პატარაია

1 day ago 4

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, სასამართლოს მიერ ჩერგოლეიშვილის სარჩელის დაკმაყოფილებას, მწვავე შეფასებებით და კონკრეტული გადაწყვეტილებით ეხმაურება:

გზაში ვარ და ახლა ვნახე მურუსიძის სასამართლოს უსამართლო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ჩერგოლეიშვილის სასარგებლოდ. აუცილებლად გავასაჩივრებ ბოლომდე, და მერე სტრასბურგში, რადგან სიტყვის თავისუფლებაზე დგას დემოკრატია.

ქვეყანას, სადაც უფლებადამცველებს უფლება ერთმევათ პოლიტიკური შეფასება მისცენ პოლიტიკოსის წარსულს, ნათელი მომავალი არ აქვს.

ქოცების კრიტიკაზე შსს-საც ვყავარ დაჯარიმებული 4 ათასი ლარით. ცენზურას არ დავექვემდებარები და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. SLAPP-ებით ვერ გამაჩუმებთ“, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თამარ ჩერგოლეიშვილის სარჩელი ბაია პატარაიას წინააღმდეგ, რომელსაც ცილისწამების მუხლით უჩიოდა. მოსამართლემ მოპასუხეს მომჩივანისთვის “სიმბოლური 1 ლარის” გადახდა დააკისრა.

სრულად წაკითხვა