საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა საფრანგეთთან მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
მადლობა საფრანგეთს ასეთი თამაშისთვის. ახლა, ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელიც დავამარცხეთ, მგონი, ცუდი გუნდი არაა. მინდა გითხრათ, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით ასეთი ტიპის მატჩისთვის და საბოლოოდ, მოვიგეთ კიდეც.
მადლობა ჩემი გუნდის ყველა წევრს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოდან ჩამოვიდა. სამედიცინო შტაბის დიდი დამსახურებაა, რომ ამ დრომდე სრული, 12-კაციანი შემადგენლობა გვყავს. მოკლედ, ისევ აქ ვართ. ხალხი ამბობდა, რომ პლეი ოფში შემთხვევით მოვხვდით, დაე იყოს მასე.
- თქვა ჯიკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 1/4-ფინალში ფინეთს ეთამაშება, მატჩი კი 10 სექტემბერს შედგება.