13
კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, გიგა ლემონჯავა:
შესაძლოა არ იცით, მაგრამ დღეს ოთხ საარჩევნო ოლქში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში “არჩევნები” ჩატარდა.
ახლა რასაც წაიკითხავთ, არც ერთი წინადადება იქნება ხუმრობა, ყველა ნამდვილია:
1. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარტიების დიდი ნაწილი მონაწილეობას არ იღებდა, ამიტომ ისინი უნდა აიკრძალოს.
2. იქვე თქვა, რომ დარწმუნებულია, ყველა ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს. (სხვა კანდიდატი პრაქტიკულად არ იყო)
3. ცესკოს თავმჯდომარე კალანდარიშვილმა თქვა, რომ არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. (აქ საკვანძო სიტყვაა “კონკურენტული”)
არჩევნები ჩაატარეს პარტიების გარეშე, რომლებსაც აკრძალვით ემუქრებიან, თუმცა კონკურენტულ გარემოში. ახლა ხმებს ითვლიან და შედეგებს ველოდებით.
საერთაშიროსო alia.ge