26
მოკლულია დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ რამდენიმე დღის წინ გადასცა – ინფორმაციას რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში ბადრაგს თავს დაესხა, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა.
განცხადების თანახმად, ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. რის შემდეგაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, პუშკარევი გაანეიტრალეს.
ინფორმაციას, რომ მოკლული პატიმარი, ცოტა ხნის წინ გადასცა რუსეთს საქართველომ, TASS– ი ავრცელებს და წერს, რომ მას რუსეთში ნარკოდანაშაულებსა და დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას ედავებიან.
საერთაშიროსო alia.ge