უცხოურმა საიტმა salarysport.com გერმანული “კარსლრუეს” ფეხბურთელების ანაზღაურებები გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა ბუნდესლიგა 2-ის ქართველი ბომბარდირის, ბუდუ ზივზივაძის ხელფასიც.
წყაროს ცნობით, ბუდუს წლიური ანაზღაურება "კარლსრუეში" 338,000 ევრო იყო.
ცნობისთვის, უკვე დადასტურდა, რომ ზივზივაძე კარიერას "ჰაიდენჰაიმში" გააგრძელებს და, ბუნებრივია, მისი ანაზღაურებაც შეიცვლება.