რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ბრაზილიელ ლიდერზე, ვინისიუს ჯუნიორზე ისაუბრა.
"ძალიან რთული იყო ვინისიუსი - მოითმინო ყველა შეურაცხყოფა და ყველაფერი, რაც მას ბოლო პერიოდში გადახდა თავს. ეს ნამდვილად არ არის მარტივი და მაქსიმალურად ცდილობს გაუძლოს ამ ყველაფერს", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 24 წლის ვინისიუსმა ჩატარებულ 21 მატჩში თავი 13 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.