საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, ბულგარეთის მწვრთნელმა, ილიან ილიევმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
თამაში მათზე კარგად ჩვენ დავიწყეთ. ვიცოდით, რომ თურქეთთან წაგების შემდეგ განერვიულებულები იქნებოდნენ, თუმცა შეცდომები აქეთ დავუშვით, საქართველოს დონის ნაკრებთან კი ამის გაკეთება არ შეიძლება. ჯამში ბევრი ფეხბურთელი გადაღლილობის გამო შევცვალეთ, მეორე გოლმა კი ჩვენზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ხვიჩა კვარაცხელია? - ის შესანიშნავია და მინდორზე არაერთი ღირებული რამ გააკეთა. ადრე ჩვენც გვყავდა მისი მსგავსი ფეხბურთელები, ახლა კი ხვიჩასნაირი ბულგარეთში არავინაა.
- თქვა ილიევმა.