„ბავშვებს ღამით კარს უკეტავდა… 6 თვის საბას ჩაარტყა, ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს…“ – სკანდალური ინტერვიუ ლუკა კურტანიძის მეორე ცოლთან

1 day ago 5

„ბავშვებს ღამით კარს უკეტავდა... 6 თვის საბას ჩაარტყა, ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს...“ - სკანდალური ინტერვიუ ლუკა კურტანიძის მეორე ცოლთანცნობილი სპორტსმენის, ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლე, ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ყოფილი ქმრის შესახებ ამბები.ჯი-სთან ყვება და ამბობს, რომ თანაცხოვრებისას ურთულესი დღეები აქვს გამოვლილი.

ქეთი ყველაშვილი:

-ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ინ­გრა იქამ­დე, სა­ნამ მის­გან წა­მო­ვი­დო­დი… სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა ამი­სი მი­ზე­ზი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა, შევ­სუ­ლი­ყა­ვი შვი­ლებ­თან.

– აღ­ზრდის მე­თო­დი ჰქონ­და ასე­თი? – რა­ტომ კე­ტავ­და ბავ­შვებს.

– მა­გა­ლი­თად საბა რა­ტომ გა­ე­კა­რა მის ვე­ლო­სი­პედს, ბავ­შვი წკეპ­ლით სცე­მა. ალ­ბათ მისი ფსი­ქი­კა იყო ასე­თი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გა­და­უც­და და ტი­რი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე გაბ­რაზ­და და ჩა­არ­ტყა ბავ­შვს. ძგი­დე ახ­ლაც გამ­რუ­დე­ბუ­ლი აქვს ცხვირ­ზე. მი­თხრა, რომ შენ თქვი, ბავ­შვი გად­მოგ­ვარ­და სა­წო­ლი­და­ნო. ვიცი, რომ ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და იტყვი­ან, ვი­ტყუ­ე­ბი.

– მარ­ტი­ვად გა­გიშ­ვათ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან?

– არა, ყვე­ლამ იცის თუ ვინ­მე მიც­ნობს, რომ დე­ი­დას­თან ვი­მა­ლე­ბო­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან დავ­ბრუნ­დი. ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დი. ვთხოვ­დი, რომ იმ­დე­ნი სახ­ლე­ბი და ფარ­თე­ბი ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ე­ცა.

– ამ დროს უკვე ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე­ზე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი?

– დიახ, ეს მისი სტი­ლია. ბო­ლომ­დე არ არის გა­შო­რე­ბუ­ლი და სხვა ქალს ატყუ­ებს და ის მოჰ­ყავს ცო­ლად… საბა რომ გა­მიჩ­ნდა, სამი თვის იყო, რო­დე­საც მი­თხრა, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ნანა, მის­გან ორ­სუ­ლად იყო.

– ლუ­კას მე­ო­თხე შვი­ლი პირ­ველ ცოლ­თან მა­შინ შე­ე­ძი­ნა, რო­დე­საც თქვენ­თან ცხოვ­რობ­და?

– დიახ…

– რა არ გა­პა­ტი­ათ ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ, რომ ქო­ნე­ბის გა­რე­შე დაგ­ტო­ვათ და ბავ­შვებ­ზე უარი თქვა?

– მა­მას ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. სა­სა­მარ­თლომ მოგ­ვცა გორ­გას­ლის ფარ­თი, და­ნარ­ჩე­ნი გა­და­მა­ლა. დარ­ჩა სარ­და­ფი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ ბავ­შვებს მი­ა­კუთ­ვნა და ალი­მენ­ტი. სა­ბას მა­მას ისე ენატ­რე­ბო­და, სი­ცხე­მაც კი მის­ცა, რო­დე­საც ვწერ­დი ამა­ზე პო­ლი­ცი­ას მიგ­ზავ­ნი­და სახ­ლში, რომ ოჯახს მინ­გრევ­სო. ხა­თუ­ნა ორი შვი­ლის დე­დაა და კარ­გად იცის, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის დე­დას რო­გორ უჭირს და ამას ასე არ მი­ი­ღებ­და. მას­თან რა პი­რა­დი უნდა მნდო­მე­ბო­და, რო­დე­საც ძლივს და­ვეხ­სე­ნი…

– ქეთი, მარ­თლა ხართ სო­ცი­ა­ლურ და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში?

– დე­დას­თან რომ ვცხოვ­რობ­დი, ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი მოგ­ვა­ნი­ჭეს. ახლა სა­დაც ვცხოვ­რობთ, ეს ფარ­თი სარ­და­ფად არის გა­ტა­რე­ბუ­ლი. დახ­მა­რე­ბა ვი­თხო­ვე, მივ­მარ­თე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ, მი­თხრეს, რომ გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­ან. გო­გო­ნას პრობ­ლე­მე­ბი აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი. მე­ო­თხე წე­ლია ვებ­რძვით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. ბავ­შვმა ექიმს სთხო­ვა მა­მას­თან მინ­და გა­სა­უბ­რე­ბა, მე­ნატ­რე­ბაო. ვცდი­ლობ­დით კონ­ტაქ­ტზე გას­ვლას ექი­მი და მე, მაგ­რამ არ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. დაგ­ვბლო­კა…

ამ­დე­ნი წელი ჩუ­მად ვი­ყა­ვი და არა­ფერ­ზე მი­ჩივ­ლია. თუ სა­ჩი­ვა­რი იყო იმ წლებ­ში ვუ­ჩივ­ლებ­დი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი რომ ვი­ყა­ვი. ერთხელ ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, აქე­დან­ვე წა­ვი­ღებ გან­ცხა­დე­ბა­სო. მაგ­რამ არ გავ­წი­რე. იმ დროს ლუ­კას დევ­ნიდ­ნენ, ვი­ცო­დი, რომ ცი­ხე­ში რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, ცო­ცხა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­და.

ამბები.ჯი

სრულად წაკითხვა