ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა სოციალურ ქსელშიც. მასში ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვებს ათამაშებს - ასწავლის ბოსტნეულისა და ხილის ერთმანეთისგან განსხვავებას, რა დროსაც ერთ-ერთი აღსაზრდელი იწყებს ტირილს - სწორედ მაშინ ხდება სავარაუდო ძალადობის შემთხვევა.
„ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“, - წერია ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს ბავშვზე ძალადობის მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არასრულწლოვანზე ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა ორ წლამდე პატიმრობით.