ზოგჯერ ცხოვრებისეული გარდატეხები სრულიად მოულოდნელად, შორს, სახლიდან ასობით კილომეტრის დაშორებით ხდება. ბათუმელმა ვალერია გურგენაძემ, რომელიც უკვე გარკვეული ხანია თურქეთში, გელიბოლუს ზღვის პროდუქტების საწარმოში მუშაობს, საკუთარ ცხოვრებაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა - წერს ადგილობრივი თურქული მედია.
დიდი ხნის ძიების, კითხვისა და დაკვირვების შემდეგ, ვალერიამ ისლამის მიღება გადაწყვიტა. გელიბოლუს მუნიციპალიტეტის სასულიერო ცენტრში გამართულ ცერემონიაზე მან ახალი სახელი - ლეილა აირჩია.ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ნაბიჯი პირად ცხოვრებაში დაგეგმილ სიახლეს დაემთხვა. ვალერია-ლეილა დაქორწინებას აპირებს, თუმცა რწმენის შეცვლა ქორწილამდე, სრულიად დამოუკიდებლად გადაწყვიტა: განაგრძეთ კითხვა
წყარო: palitravideo.ge

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·