ბათუმმა თბილისის არმიას 14:9 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა.

1 week ago 5

crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ თბილისის ‘არმიას’ 14:9 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარისა და წვიმის ფონზე გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. “ბათუმი არენას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე სტუმრები მერლს პიტერსის ჯარიმით დაწინაურდნენ, რაზეც მასპინძლებმა მე-15 წუთზე უპასუხეს. ‘არმიამ’ მოლის შეჩერება მოახერხა, თუმცა რაქიდან გიორგი თხილაიშვილის შეტევას ვეღარაფერი მოუხერხა და მისი ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა - 7:3.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა შერკინებაში უპირატესობა მოიპოვეს, რასაც ჯერ ვახტანგ ქვათაძის სინბინი, მერე კი საჯარიმო ლელო მოყვა. ამინდის გაუარესების ფონზე, გარკვეული დროით თამაში შეჩერდა, თუმცა გუნდები მოედანს მალევე დაუბრუნდნენ და საათის თავზე პიტერსმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, გაწითლებულ დროზე კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა - 14:9 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი გახდა. მისი ‘ბათუმი’ 32 ქულით მესამე ადგილზეა, ‘არმიას’ კი 25 ქულა მოუგროვდა და მე-5 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა