გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ტონი კროოსი ამბობს, რომ რეკორდმაისტერი მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგას იოლად მოიგებს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კროოსი ანალოგიურს დარწმუნებით ვერ ამბობს:
"როგორც მოთამაშეს, ყოველთვის მძულდა როცა ამბობდნენ, რომ ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით, რადგან, პირველ რიგში, ჯერ თამაშები უნდა ჩაატარო. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ბაიერნს ბუნდესლიგაში დიდი კონკურენტი ჰყავდეს. ვერც ლევერკუზენი, ვერც ლაიფციგი და ვერც დორტმუნდი გრძელვადიან პერსპექტივაში ბაიერნთან კონკურენციაში ვერ შევლენ, შესაბამისად, მათგან ჩემპიონობას ველი."
"რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ მეოთხედფინალიდან გუნდს დიდი გამოცდები დაეწყება, იქამდე ლიგის ფაზაში კი ყველა დიდი მეტოქე უნდა გამოიყენონ იმისათვის, რათა მნიშვნელოვან მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. როდესაც ბაიერნს დიდი მატჩების გამართვა მოუწევს, აქ ვნახავთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - ამბობს კროოსი.
დაახლოებით იგივე თქვა ფილიპ ლამმაც. ბაიერნის ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ გუნდის რეალურ სიძლიერეს ჩემპიონთა ლიგის დიდ თამაშებში ვნახავთ.