"ბარემ ინდოელებს ვეთამაშოთ.." - როგორ შეხვდნენ ფანები ფარერებთან ჩანიშნულ ამხანაგურ მატჩებს

4 days ago 9

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას სექტემბრის თვეში გამართავს, სადაც ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთი იქნება. აღნიშნული მატჩი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგება.

იქამდე ეროვნული გუნდი ამხანაგური მატჩებით უნდა მოემზადოს და როგორც გაირკვა, ჩვენი ბიჭები ზაფხულში სატესტო მატჩს ფარერის კუნძულებთან ითამაშებენ, რასაც ქართველი ქომაგებისგან უკმაყოფილო რეაქცია მოჰყვა.

მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ საქართველო განვითარების დონით ფარერებს უკვე დიდი ხანია გასცდა და ფედერაციას ბევრად ძლიერი მეტოქე უნდა შეერჩია. აი, რას წერენ ქართველი გულშემატკივრები აღნიშნული თამაშის შესახებ:

"ფარერები არა ვოლტის ინდოელ კურიერებს ვეთამაშოთ ქართულის შესწავლაზე"

"საღოლ ფედერაცია, კობი ყოჩაღ როგორ დაითანხმე ფარერები? იმედია ყველა ვარსკვლავი ეყოლებათ ჩვენთან და არ იუკადრისებენ"

"რავი გაიყონ და ერთმანეთს ეთამაშონ არ ჯობია

"მეორე იყოს სომალი"

"ხო არ ღადაობთ ბიჭო, ვის რად უნდა ფარერები. ცოტა რთული მეტოქე ვერ შეარჩიეს ძალების მოსასინჯად? გადაუვლიან ახლა 10:0 მოვიგებთ და თავში აგვივარდება.მერე მივალთ თურქეთთან და ესპანეთთან წავაგებთ და გაგვიკვირდება რატომ მოხდაო."

"წინ თურქეთი და ესპანეთია და ფარერებთან აპირებენ ამხანაგურს? ფედერაცია უიუი", - წერენ გულშემატკივრები.

სრულად წაკითხვა