გუშინ ჩემპიონთა ლიგა ბარსელონამ გამარჯვებით დაიწყო. ჰანსი ფლიკის გუნდი ნიუკასლში ჩავიდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ბარსელონაზე კომენტარი ინგლისური კლუბის ბრაზილიელმა ნახეევარმცველმა, ბრუნო გიმარაესმა გააკეთა:
ბარსელონა ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია, რადგან სულ დომინირება სურთ. ისინი არასდროს იღლებიან ბურთის კონტროლით. გუნდი, რომელიც ნერვიულობას გაიძულებს, რადგან ბურთს თითქმის საერთოდ ვერ ეხები, ამის გამო გამოფიტული ხარ. შემდეგ კი, როცა ძლივს ბურთს მიიღებ, კარგად ვეღარ თამაშობ, რადგან უკვე ძალიან დაღლილი ხარ.
- თქვა ბრუნომ.
სხვათა შორის, დაახლოებით იგივე თქვა ენტონი გორდონმაც. მისი თქმით, ბურთს ისე არავინ ფლობს, როგორც ბარსელონა.