ბარსელონას დანი ოლმო გამოაკლდა - რამდენს იუქმებს ესპანელი

2 days ago 6

გუშინ ღამით ბარსელონამ ლა ლიგაში ოსასუნას 3:0 მოუგო, სადაც გუნდის ესპანელი ნახევარმცველი, დანი ოლმო დაშავდა.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, დაზიანება არც ისე საგანგაშოა და ოლმოს მხოლოდ რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მზად იქნება, რომ დორტმუნდთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის დაბრუნდეს.

ამდენად, დანი ოლმოს მხოლოდ 2 ან მაქსიმუმ 3 თამაშის გამოტოვება მოუწევს.

სრულად წაკითხვა