ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

1 month ago 44

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა.

საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და ამ რთული ისტორიული საკითხის „მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძვლის გარეშე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად დაყვანა“ მიუღებელია.

„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას. პირიქით, ძირს უთხრის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ძალისხმევას“, – აცხადებენ სამინისტროში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადახედოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი „მტკიცედ რჩება ისტორიული სიმართლის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ერთგული“.

Associated Press -ის ინფორმაციით, 2026 წლის 28 ივნისს ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები ოფიციალურად „გენოციდად“ აღიაროს. გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში შესასვლელად ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ქნესეთმა (პარლამენტმა).

გამოცემა The Jerusalem Post, რომლის ცნობითაც შემდეგი ეტაპი საკითხის ქნესეთში განხილვა და კენჭისყრაა.

სომეხთა გენოციდი ოფიციალურად, 2025 წლის მდგომარეობით 34 სახელმწიფოს აქვს აღიარებული (მათ შორის აშშ, კანადა, საფრანგეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, რუსეთი).

სრულად წაკითხვა