"ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებაში წვლილი შევიტანე" - ლუკა ხარატიშვილი

23 hours ago 4

გუშინ ღამით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი პოლონეთთან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებით გახსნა.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ლუკა ხარატიშვილი იყო, რომელმაც უკანასკნელ წამებზე ურთულესი ბურთი მოიგერია და საქართველოს 3 ქულა შეუნარჩუნა.

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ამ წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ. რაც შეეხება ჩემს მიერ ბოლოს მოგერიებულ დარტყმას – ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანე.


შემდეგი მატჩისთვისაც სრული სერიოზულობით მოვემზადებით, ზუსტად ისე, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. ჯერ ფრანგების თამაში დეტალურად არ გვინახავს, მაგრამ აუცილებლად განვიხილავთ მათ პლუსებსა და მინუსებს.


პენალტის დარტყმის წინ პოლონელ მოთამაშეს რაც ვუთხარი? აქამდე პენალტებს მათი შვიდი ნომერი ასრულებდა – ერთხელ შუაში დაარტყა და მაშინ გააცუდა. არ მეგონა, ახლაც იმავენაირად თუ შეასრულებდა, მაგრამ ვეუბნებოდი, „ვიცი, რას გააკეთებ“. საბოლოოდ, მაინც შუაში დაარტყა.

- თქვა ლუკა ხარატიშვილმა.

სრულად წაკითხვა