19
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
არსებობენ აქტიური ერევი, რომლებიც ქმნიან ისტორიას და აღწევენ წარმატებას. ასეთი იყო საქართველო 2003-2012 წლებში. როდესაც მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ, საოცარი რეფორმები ჩავატარეთ, მოვიგერიეთ სრულფასოვანი რუსული აგრესია, აქტიური ერი დღეს უკრაინაა, რომელიც იცავს თავის და მთელი ევროპის თავისუფლებას არის ბევრი პასიური ერი, რომლებიც არ იჩენენ ინიციატივას, ელოდებიან სხვები როდის გადაწყვეტენ მათ ბედს, სამწუხაროდ ასეთ პასიურ მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო.
2021 წლამდე ბევრი იძახოდა, სანამ მიშა არ ჩამოვა, არაფერი არ გამოვაო. მე გავიგონე ეს სურვილი და ჩამოვედი იმ იმედით, რომ ეს უბიძგებდა ხალხს ბევრად უფრო გადამწყვეტი ქმედებებისთვის. მართლაც შეიკრიბა ერთი დიდი მიტინგი, ოღონდ შემდეგ დაიშალა და ისევ პასიურობა დამკვიდრდა.
ამის მერე ბევრი იძახის სანამ მიშა არ გამოვა, არაფერი არ გამოვაო. ერთადერთი შანსი, რომ მე თავისუფალი ვიყო საქართველოს ტერიტორიაზე, არის ისევ ხალხის სერიოზული აქტიურობა, მაგრამ ეს ხალხი ამავე დროს ამბობს, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს, მხოლოდ ჩვენ რა შეგვიძლიაო? კი, მაგრამ ვინ გითხრათ რომ უკრაინის გამარჯვება და რუსეთის გარდაუვალი დამარცხება, ავტომატურად ნიშნავს ივანიშვილის ოჯახის დიქტატურის მარცხს? ჰიტლერი დამარცხდა, მაგრამ მისი მოკავშირე დიქტატორი ფრანკო, კიდევ 30 წელი მართავდა ესპანეთს.
მე გეტყვით რა მოხდება უკრაინის გამარჯვების შემდეგ, თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ: ივანიშვილის ბანდა გამოაცხადებს, რომ სწორედ მათ, თავისი პრაგმატული პოლიტიკით აიცილეს თავიდან ომი, რომ სინამდვილეში ყოველთვის უკრაინის მხარეს იყვნენ. უკრაინას საკუთარი ქვეყანა ექნება აღსადგენი და ჩვენთვის არ ეცლება, თან არც მოტივაცია ექნება, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს, ამ უკანასკნელის პასიურობის გამო.დიქტატურა კი კიდევ უფრო გააძლიერებს რეპრესიებს და ივანიშვილი ჩაბეტონდება ბევრად უფრო მყარად ვიდრე ახლაა.
არადა უკრაინის გამარჯვება ძალიან ახლოა და ეს ნიშნავს, რომ ქართველებს დრო პრაქტიკულად არ გვრჩება, რათა ვაჩვენოთ ყველას, რომ მართლა გვინდა თავისუფლება და ღირსი ვართ თავისუფლების.“
საერთაშიროსო alia.ge