WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე:

,,ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა,
მეორედ კი მაშინ,
როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო მდგომარეობაში.
ოთხმა ადამიანმა ერთმანეთი გადავარჩინეთ.
სამწუხაროა, რომ მძღოლი ადგილზევე გარდაცვლილი დაგვხვდა.

გატეხილი მაქვს მარჯვენა ლავიწის ძვალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გამიკეთეს ოპერაცია. მაქვს მცირე დაზიანებები თავზე და ფეხებზე.
ვწერ მარცხენა ხელით. ხმა ფაქტობრივად არ მაქვს და ვერ ვპასუხობ ზარებს და შეტყობინებებს. ჯერ-ჯერობით არც ენერგია მაქვს.
მოგვიხსენეთ ლოცვაში
მადლიერი ვარ.”

შეგახსენებთ, სამი დღის წინ, თუშეთში სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ავარია მოხდა. ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა – შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა.