ბელარუსის ხელისუფლებამ კიდევ 25 პატიმარი გაათავისუფლა აშშ-ის ძალისხმევის შედეგად. მათი გათავისუფლების შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა 16 სექტემბერს გამოაცხადა მინსკში გამართული ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, მათ შორის ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან.
კოულმა ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლუკაშენკას და მხარდაჭერისთვის - ლიეტუვას. ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულები ლიეტუვამ მიიღო.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანახმად, გააგრძელებენ აშშ-ბელარუსის ურთიერთობების გაუმჯობესებას და კვლავაც მუშაობენ უახლოეს ხანში მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად.
25 პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ორ კომპანიას, „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“.
radiotavisupleba ახალი ამბები