WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Posted inახალი ამბები

06.11.202606.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი იმყოფება.

ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 6 ნოემბერს ეწვია. აეროპორტში მას მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.